ავტო ნაწილების საბითუმო საწყობი |
|||||||
|
|||||||
კომპანია "აუტო თრეიდ" ჩამოყალიბდა 2014 წელს და ამ დროიდან წარმატებით ახორციელებს ავტო სათადარიგო ნაწილების იმპორტი და საბითუმო რეალიზაცია საქართველოს მაშტაბით. 2016 წელს კომპანიამ მიიღო საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისგან „წლის იმპორტიორის“ დამადასტურებელი სერტიფიკატი. ვიწვევთ სათანამშრომლოდ დილერებს რეგიონებიდან. ამ მომენტისთვის ძირითადად წარმოდგენილია სამი ბრენდი: გერმანული FEBEST , იტალიური ASHIKA და პოლონური NTY. საბუთუმო შესყიდვებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით ნომერზე: 599-10-22-98
|
|||||||
კომპანია FEBEST დაარსდა 1999 წელს ქალაქ ფრანკფურტში, გერმანია. კომპანიის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი მრავალფეროვანი და მაღალხარისნიანი ავტო სათადარიგო ნაწილების წარმოება იყო. აქცენტი იაპონურ და კორეულ ავტომობილებზე გაკეთდა. პროდუქცია გათვლილია განსაკუთრებით რთულ პირობებში შეუფერხებელი ექსპლუატაციისთვის. ფებესტის სლოგანია: "გერმანული პრაქტიკულობა იაპონური ავტომობილებისთვის". ამ ბრენდის თითოეული პროდუქტი მაღალი ხარისხისაა და DIN ISO 9001 საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. ფებესტი გამოირჩევა ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდებით. კომპანია მუდმივად ზრუნავს არსებული ასორტიმენტის გაფართოებაზე და დღესდღეობით მისი ასორტიმენტი 10 ათასზე მეტ პოზიციას მოიცავს. |
კომპანია „Japanparts
srl“ (ASHIKA) დაასრდა 1988 წელს ქალაქ ვერონაში, იტალია. 28 წელზე მეტია
კომპანია არის ავტოსათადარიგო ნაწილების წამყვანი მიმწოდებელი იაპონური და
კორეული ავტომობილებისათვის. კომპანია ყოველთვიურად ახდენს ასორტიმენტის
განახლებას. |
||||||
|
NTY – პოლონური კომპანია AJS Parts-ის ბრენდია. კომპანია აწარმოებს ავტო ნაწილების მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელშიც შედის სავალი და საჭის მექანიზმის ნაწილები. ასორტიმენტი მოიცავს 7000-ზე მეტ პოზიციას. ასორტიმენტში შედის: საჭის საწევები, საჭის დაბოლოებები, ბერკეტები, ბერკეტის მილისები, სამუხრუჭე ხუნდები, შარნირები, თვლის მორგვები და მრავალი სხვა ავტო სათადარიგო ნაწილი. NTY ბრენდი ფართოდ არის ცნობილი ევროპის ქვეყნებში მაღალი ხარისხის გამო.
|